მოზარდებში თვითდაზიანებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა
მოზარდებში თვითდაზიანებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა
ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით წარმოქმნილმა სხვადასხვა კრიზისებმა როგორც ეკონომიკურ, გარემოს დაცვით, ჯანდაცვის სფეროებში, ასევე მიმდინარე ომების შედეგად გამოწვეულმა დაუცველობის შეგრძნებამ, საზოგადოება და განსაკუთრებით მოზარდები ფსიქოლოგიურად საკმაოდ მგრძნობიარე გახადა.
ყოველდღიური გამოწვევებთან ჭიდილში დაღლილ მშობლებს, რომლებიც ძირითადად ცხოვრებისეული პრებლემების მოგვარებაში არიან გართულნი, უჭირთ გააკონტროლონ ინფორმაცია, რომელიც მათ შვილებამდე აღწევს როგორც ტელემაუწყებლების ასევე სოც.მედიის მეშვეობით.
აღნიშნული ინფორმაცია კი უმძიმეს გავლენას ახდენს ბავშვთა ფსიქოლოგიაზე.
სიტუაციის სიმძიმე ნათლად ჩანს საავადმყოფოების ჩანაწერებიდან, სადაც ფიქსირდება მოზარდებში თვითდაზიანებისა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების უამრავი შემთხვევა.
ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ პასუხისმგებელი სამსახურების დაუყოვნებლივ გაძლიერებას პერსონალით თითოეულ რეგიონულ ერთეულში ახალი სტრუქტურების შექმნას, ადრეული ჩარევის პროგრამების შემუშავებას და მშობლებისა და სკოლების პარალელურ მხარდაჭერას.
