მოკეტეთო გვიყვიროდნენ და ხელის კვრით მივყავდით წინ – აცხადებს 56 წლის საბერძნეთის მოქალაქე, რომელიც თურქეთში უმიზეზოდ დააკავეს
მოკეტეთო გვიყვიროდნენ და ხელის კვრით მივყავდით წინ – აცხადებს 56 წლის საბერძნეთის მოქალაქე, რომელიც თურქეთში უმიზეზოდ დააკავეს
გოლგოთას მთის გავლა მოუწია აღათი მარკოპულუს კრეტადან, რომელიც თურქეთში, კერძოდ სტამბოლში უმიზეზოდ დააკავეს.
56 წლის საბერძნეთის მოქალაქემ protothema.gr-თან საუბრისას გაიხსენა ის საზარელი დღეები, რომლის გატარებაც თურქეთში მოუწია.
ყველაფერი გასულ პარასკევს დაიწყო, როცა მის 22 წლის შვილთან და მეგობართან ერთად თავშლების საყიდლად წავიდნენ, რათა წმინდა სოფიას (აღია სოფია) ტაძარში შესვლა შეძლებოდათ. აღათიმ შემთხვევით ჩანთაში მაღაზიის მფლობელის ტელეფონი ჩაიდო და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ დრამატული მოგზაურობის გაგრძელებისა, რომლის მთავარი გმირებიც დედა-შვილი აღმოჩნდნენ. აღათი და მისი ქალიშვილი დაუყოვნებლივ დააკავეს. დროებითი დაკავების საკანში იატაკზე მოუწიათ დაძინება: “გამუდმებით გვიყვიროდნენ “მოკეტეთ” და ხელის კვრით მივყავდით დანიშნულების ადგილამდე” – იხსენებს აღათი.
რამდენიმე დღის შემდეგ მაღაზიის მეპატრონემ საჩივარი გამოიტანა და განაცხადა, რომ გაუგებრობას და შეცდომას ჰქონდა ადგილი. მიუხედავად ამისა 56 წლის საბერძნეთის მოქალაქე ამ დრომდე დროებითი დაკავების საკანში რჩება და ელოდება სასამართლო პროცესის ჩატარებას.
“ჩემს შვილს მისცეს საბერძნეთში დაბრუნების უფლება, მე ისევ ამ ჯოჯოხეთში მიწევს ცხოვრება” – აცხადებს აღათი.