Latest news
პარასკევს, 21 მარტს 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა - ვინ მიიღებს მონაწილეობას გაფიცვაში როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით...
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

მოკლეს, თუმცა ,,სპექტაკლი“ კარგად გაითამაშეს!…

მოკლეს, თუმცა ,,სპექტაკლი“ კარგად გაითამაშეს!…

მათ, ეჭვიანობის ნიადაგზე  საკუთარი  პარტნიორები დახოცეს, თუმცა ტელეეკრანებიდანაც კი, ურცხვად  იტყუებოდნენ და შეცდომაში შეყავდათ  საზოგადოება.

ვიხსენებთ იმ  სამ მკვლელს, რომლებმაც თავად მოუსწრაფეს სიცოცხლე საკუთარ მეწყვილეებს. ისინი, გაუჩინარებული საყვარელი ადამიანების ძებნაში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი, პრესასა თუ ტელევიზიაში გამოჩენილი მათი ,,მგლოვიარე“ სახეების მიღმა კი,  სისხლში ამოსვრილ ხელები და საშინელი საიდუმლოებები  იმალებოდა.  საზოგადოებას კარგად ახსოვს სამი გახმაურებული მკვლელობა, რომელმაც შოკში ჩააგდო მთელი საბერძნეთი,  არა მხოლოდ თავისი სისასტიკით, არამედ მკვლელების თვალთმაქცობითაც!

დანოს მურატიდის – კიკი კუსოღლუ

დანოს მურატიდისი საზოგადოებამ შოკისმომგვრელი მკვლელობის შემდეგ გაიცნო და მას  ,,მკვლელი – ანგელოზის გარეგნობით“ უწოდა.  იმდროინდელი პრესა, დანოს პარტნიორის კიკი კუსოღლუს მკვლელობაზე და, იმ გათამაშებულ სპექტაკლზე ალაპარაკდა, რომელშიც ნამდვილი მკვლელი, თავისი სატელევიზიო გამოსვლებით გოგონას გაუჩინარებაზე წუხდა და დამნაშავეს ,,გულმოდგინედ“ ეძებდა…

23 წლის დანოს მურატიდისი და 20 წლის კიკი კუსოღლუ ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. ისინი ხუთი წლის განმავლობაში განუყრელი წყვილი იყო, თუმცა კიკის მიმართ მოურატიდესის ეჭვიანობის გამო წყვილს შორის კამათი ხშირად ხდებოდა. მკვლელობის ღამემდე  ორი კვირით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზი  კი, ის აღმოჩნდა, რომ ერთ ღამეს, ვიდრე 20 წლის გოგონას ეძინა, დანომ  მეწყვილეს მობილურ ტელეფონში სხვა მამაკაცის მიერ მოწერილი სასიყვარულო გზავნილი აღმოაჩინა.

დანომ გოგონა სასწრაფოდ გააღვიძა და სულ მალე, მათ შორის  დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს მამაკაცმა  გოგონა  მოახრჩო. როცა  მოძალადე მიხვდა, რომ კიკი აღარ სუნთქავდა, გადაწყვიტა, მოკლულის ცხედარი თავიდან მოეშორებინა.  დანიელმა, შესაშური სიდინჯით გოგონას ცხედარი  მსუბუქ ავტომობილში  მოათავსა და იმათიის  კაშხალის ტერიტორიაზე, ალიაკმონის ნაპირზე მიიტანა. იქ, დანომ ბიძაშვილის დახმარებით კიკი დამარხა და მისი ნივთები გადაყარა.

ორი დღის შემდეგ  მოკლულის დედამ შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა. პოლიციამ გოგონას  ძებნა დაიწყო, თუმცა უშედეგოდ.  დანიელი პირველთა შორის იყო, ვინც ჩვენებაზე გამოიძახეს.

მამაკაცმა მაშინვე აღიარა, რომ ის უკანასკნელი მოწმე იყო, ვისაც კონტაქტი ჰქონდა კიკისთან. ასევე, პოლიციას წერილობითი შეტყობინებაც აჩვენა, რომელიც მან გოგონას გაუგზავნა. შეტყობინებაში ეწერა: „იმედი მაქვს ბედნიერი ხარ. კარგად გაერთე, გკოცნი.“  ერთი შეხედვით,  დანოს  თავდაცვის  არგუმენტები მეტად დამაჯერებელად გამოიყურებოდა. უფრო მეტიც, მკვლელი ანგელიკი ნიკოლულის გადაცემაში: „სინათლე გვირაბში“ გამოჩნდა და საყვარელი გოგონას პოვნას ითხოვდა…

ოთხი თვის შემდეგ, მურატიდისმა აღიარა საზარელი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა 2005 წელს და EL.AS-ს მიუთითა, თუ სად გადამალა მოკლული კიკი კუსოღლუს ცხედარი.

„ის იყო ჩემი ერთადერთი სიყვარული. ხუთი წელი ვიყავით ერთად! თითქმის როგორც ცოლ-ქმარი. ხანდახან ვკამათობდით, ვშორდებოდით, მაგრამ მალე ისევ ვრიგდებოდით. ბოლოს, მკვლელობამდე ორი კვირით ადრე დავშორდით ერთმანეთს. იმ ღამეს, როცა  მას ეძინა, მე მისი მობილური ტელეფონის შემოწმება დავიწყე და ვიპოვე მესიჯი სხვა მამაკაცისგან. კიკი გავაღვიძე და პასუხი მოვთხოვე. ჩხუბის დროს კისერზე  მოვკიდე ხელები და დავაღრჩვე. არ მახსოვს დაიყვიარა თუ არა.  როცა  ხელი გავუშვი, არ ინძრეოდა. პულსი გავუსინჯე. აღმოვაჩინე, რომ არ სუნთქავდა. იმ დროს გონება დამებინდა.. პანიკაში ჩავვარდი და გადავწყვიტე კიკის  გაქრობა. არ ვიცი რა დამემართა. თითქოს მე მე არ ვიყავი…“ – განაცხადა დანომ სასამართლოში.

სასამართლომ  მკვლელს  უვადოდ, ხოლო მკვლელის თანამზრახველს  ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2021 წელს დანოს მურატიდისი გამოვიდა დიავატის ციხიდან, მან აღადგინა თავისი ცხოვრება. გათავისუფლების შემდეგ მან მეუღლესთან ერთად საბერძნეთი დატოვა. ვერიაში, სადაც გაიზარდა, გაიცნო და მოკლა 20 წლის კიკი, იგი აღარავის უნახავს.

ღიორღოს სკიადოპულოს – ჯული სკალი

სრული 18 დღის განმავლობაში ჯორჯ სკიადოპულოსი საგულდაგულოდ ეცადა  დაემალა დანაშაული პოლიციელებისა და ჟურნალისტებისგან. ჯორჯი საზოგადოებას წარუდგა, როგორც საოწარკვეთილი ადამიანი,  რომელიც უშედეგოდ ეძებდა თავის გაუჩინარებულ საცოლეს და ყოფილ მოდელს – ჯული სკალის.

1999 წლის იანვარში,  სავაჭრო საზღვაო ფლოტის ოფიცერი ჯორჯ სკიადოპულოსი, იმდროინდელი საინფორმაციო გადაცემების ხშირი სტუმარი გახლდათ და, სატელევიზიო ეკრანებიდან   სევდიანად ევედრებოდა საზოგადოებას მიეწოდებინათ ინფორმაცია ჯულის გაუჩინარების შესახებ…

ცოტა ხნით საზოგდოებამ კიდევ ერთი მკვლელის  თვალთმაქცობა დაიჯერა: „როდესაც ჯულიმ მითხრა, რომ არ ვქორწინდებოდით, ვიგრძენი, რომ ფეხებქვეშ მიწა მეცლებოდა! საბედისწერო შემთხვევის ღამეს მანქანაში ცხარე კამათი გვქონდა. ვცდილობდი ჯული დამერწმუნებინა, რომ ჩემთან, საბერძნეთში სამუდამოდ დარჩენილიყო და აღარ დაბრუნებულიყო თავის ქალიშვილთან, ამერიკაში, რომელიც მას ძალიან ენატრებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ შემენარჩუნებინა მასთან ახლო ურთიერთობა.

მოგვიანებით, მკვლელი დანაშაულს აღიარებს და სასამართლოს წინაშე იტყვის შემდეგს: ,,ჯული უარყოფითად იყო განწყობილი ჩვენი ქორწინების მიმართ და მე ისეთ შოკში ჩავვარდი, რომ  ალბათ, ვერავინ და ვერაფერი ვერ დამაბრუნებდა რეალობაში. როცა ხელები მის კისერს მოვაშორე, მივხვდი რაც გავაკეთე და პანიკამ მომიცვა. იმ მომენტიდან მე ვიყავი რობოტი, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერს მექანიკურად  ვაკეთებდი“…

თავდაპირველად , ჯორჯ სკიადოპულოსი  ჯული სკულის ცხედრის განადგურებას ბენზინით დაწვით შეეცადა და როცა ეს არ გამოუვიდა,  ქალის გვამი ბებიის სახლში გადაიტანა და მისი ჩემოდანში მოთავსება სცადა.  მკვლელმა უბედურ  ჯულის დამწვარი თავი მოაჭრა და შემდეგ,  უთავო გვამი ჩემოდნით ტბაში, ხოლო თავი კი კავალაში – კალამიცას სანაპიროზე, ზღვაში გადააგდო .

„როდესაც კავალიდან ათენში ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, როგორ გამემართლებინა ჯულის არყოფნა ჩემს მშობლებთან და ახლობლებთან, რადგან ქორწილი უახლოეს დღეებში გვქონდა დაგეგმილი.  სქემა შევიმუშავე, ვიდრე დროს მოვიგებდი, შემდეგ კი, თავის მოკვლას ვაპირებდი.  როცა ახლობლებს ჯულის დაკარგვის შესახებ ვაცნობე, ჩიხში აღმოვჩნდი. რადგანაც  ახლობლებისაგან  წნეხის შემეშინდა, შევეცადე  თავი დამეჯერებინა, რომ ჯული გაქრა. არ მინდოდა ხალხს გაეგო, რომ მე ვარ მკვლელი“, – აღიარებს  მოგვიანებით  გიორგოს სკიადოპულოსი.

პოლიციის ხელმძღვანელობას არ გამოპარვია სკიადოპულოსის ყალბი  ქმედებები და მითუმეტეს, მისი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ქალის გაუჩინარების თაობაზე.

მოგვიანებით, მკვლელმა დანაშაული აღიარა. პირველ ინსტანციაში მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. სააპელაციო სასამართლოში კი,  2003 წელს,  სანიმუშო ქცევის გამო  დამნაშავეს უვადო პატიმრობა  – 23 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა.

საბოლოოდ, ჯორჯ სკიადოპულოსმა ათი წელი გაატარა საპყრობილეში ჯული სკალის მკვლელობისთვის და ის, 2009 წელს გაათავისუფლეს.

ბაბის ანაღნოსტოპულოს – კაროლაინ სკრაუც

კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც მსოფლიოს საზოგადოების განხილვის საგანი გახდა, კაროლაინ კრაუცის  მკვლელობა იყო. ის საკუთარმა მეუღლემ,  ბაბის ანაგნოსტოპულოსმა  მათი ჩვილის  თვალწინ მოკლა.

2021 წლის მაისში 34 წლის ბაბისმა დასახმარებლად პოლიცია გამოიძახა.  მამაკაცის სასოწარკვეთილი ხმა ტელეფონით იტყობინებოდა, რომ  ის და მისი ოჯახი დაუნდობელი ყაჩაღების მსხვერპლი  გახდნენ;  სინამდვილეში კი, ,,გლიკა ნერას“ ვილაში  მცხოვრები ოჯახის ტრაგედიის ავტორი თავად ოჯახის უფროსი აღმოჩნდა!

ერთი თვის განმავლობაში ის თავს, მგლოვიარე მეუღლედ წარმოაჩენდა და ხელისუფლება შეცდომაში შეჰყავდა. საბოლოოდ, დაკავების შემდეგ მან აღიარა თავისი ქმედება და ახალგაზრდა ქალბატონის მკვლელობა… უბედურ შემთხვევას მიაწერა.

37 დღის მანძილზე  სიმპათიური პილოტი  გლოვობდა ახალგაზრდა მეუღლეს და  ანუგეშებდა კაროლაინის განადგურებულ მშობლებს! მეგობრებისა და ნაცნობების სამძიმრის წერილებს პასუხობდა  და შესაშური ოსტატობით ირგებდა მსხვერპლის  როლს.  მკვლელი არანაირად არ აპირებდა სიმართლის გამხელას და გადაწყვეტილი ჰქონდა ბოლომდე შეენარჩუნებინა დამწუხრებული სახე, რომელშიც საკუთარი თავის გადარჩენის ერთადერთ გამოსავალს ხედავდა.

მომხდარიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, პოლიციისათვის მკვლელობის შემზარავი დეტალები გახდა ცნობილი: მეუღლის  მოკვლისთანავე მამაკაცმა მათი ძაღლიც ჩამოაღრჩო, ხოლო მოგვიანებით,  სრული სიმშვიდით, მან  ძარცვის სცენა მოაწყო სახლში:  ხელფეხშეკრულმა ,,მსხვერპლმა“ პოლიციას დაურეკა  და ,,პირველი სპექტაკლი“ გაითამაშა…

აუდიო დოკუმენტებში, რომლებიც სამართალდამცავებმა დანაშაულის ადგილიდან ამოიღეს, ისმოდა მფრინავის ხველა, კვნესა  და ვედრება.  მთელი სატელეფონო ზარის განმავლობაში მკვლელი ცდილობდა დაერწმუნებინა ოპერატორი, რომ შოკში იყო და სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროებოდა…

დამნაშავე გარკვეული პერიოდის შემდეგ  გამოცხადდა პოლიცაში ჩვენების  მისაცემად… არარსებული მძარცველების შესახებ, რომლებიც მის სახლში შეიჭრნენ და მეუღლე მოუკლეს.

33 წლის პილოტმა თითქოს  ყველაფერი უნაკლოდ, გეგმის მიხედვით შეასრულა და დარწმუნებული იყო,  მასზე ეჭვს ვერავინ აიღებდა, თუმცა  ამ დანაშაულსაც მალე აეხადა ფარდა.

ანაგნოსტოპულოსმა საბოლოოდ აღიარა  დანაშაული და მას  სამუდამო პატიმრობა და დამატებით 11,5  წელი მიესაჯა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *