მომდევნო 2 დღის განმავლობაში წვიმა და ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი
მომდევნო 2 დღის განმავლობაში წვიმა და ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი
შემოდგომა მზიანი, საზაფხულო ამინდებით დაიწყო, რამაც საბერძნეთის მოსახლეობას შესაძლებლობა მისცა სექტემბრის თვის შვებულების პერიოდად გამოსაყენებლად. თუმცა ოქტომბერში ღრუბლიანმა ამინდმა, ტემპერატურის კლებამ, წვიმამ და საბერძნეთის უმეტეს ნაწილში ქარიშხალმა მოსახლეობის ზამთრის სუსხისთვის შემზადება დაიწყო.
წვიმიანი ამინდი და ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი მომდევნო 2 დღის განმავლობაში.
დღევანდელი დილა უკვე წვიმით დაიწყო დედაქალაქში.
მეტეოროლოგი ანასტასია ტირასკის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად უამინდობის ფენომენი თავს ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში იჩენს 19 და 20 ოქტომბერს. შესაბამისად ათენში კვირასაც და ორშაბათსაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დაუბერავენ 3-4 ბოფორი სიმძლავრის ქარები, ტემპერატურა კი 15-დან 21 გრადუსამდე იმერყევებს.
შტორმია მოსალოდნელი პელოპონისოზე კვირას საღამოდან ორშაბათ საღამომდე.
ამინდი 21 ოქტომბრიდან ეტაპობრივად სრულიად ქვეყნის მასშტაბით გაუმჯობესდება.
