Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

მომდევნო 2 დღის განმავლობაში საბერძნეთის დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში წვიმიან ამინდს უნდა ველოდოთ

მომდევნო 2 დღის განმავლობაში საბერძნეთის დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში წვიმიან ამინდს უნდა ველოდოთ

სინოპტიკოსი კლეარხოს მარუსაკისი ფეისბუკ პოსტში ამინდის რადიკალურ ცვლილებაზე საუბრობს, რომელსაც მომდევნო 2 დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ. ამინდის უეცარი ცვლილება, წვიმები, ადგილობრივი ქარიშხლები, რომლებსაც საბერძნეთის ზოგიერთ რეგიონში სეტყვაც კი მოყვება, ჩაანაცვლებს მზიან, უღრუბლო საზაფხულო ამინდს დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში. 

მარუსაკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდაპირველად ამინდის ცვლილებას პარასკევს შუადღეს საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ვიხილავთ, კერძოდ ჩრდილოეთ იონიის ზღვის კუნძულებზე, დასავლეთ მაკედონიაში. ხოლო შაბათს კი უამინდობა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება მოსალოდნელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *