მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემას 2 000 პირადი ექიმი დაემატება
მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემას 2 000 პირადი ექიმი დაემატება
“მომდევნო 3 თვის განმავლობაში საბერძნეთის მოსახლეობა სრულად შეძლებს ჰყავდეს პირადი ექიმი.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირინი აღაპიდაკიმ, რომელმაც იქვე დასძინა, რომ სისტემაში, საიდანაც დაზღვეულები ირჩევენ პირად ექიმებს, დაემატება განახლებული სია ახალი ექიმებისა.
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტელემაუწყებელ ΕΡΤ-ზე ისაუბრა და პირადი ექიმები GPS-ს შეადარა, რადგან თვლის რომ ისინი არიან ადამიანების გზამკვლევები სამედიცინო სისტემაში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი სხვა მრავალ საკითხთან ერთად ითვალისწინებს ახალგაზრდა ექიმების წახალისებას პათოლოგიური მიმართულების არჩევისკენ, სრულიად საბერძნეთის მოსახლეობის პირადი ექიმებით უზრუნველყოფას და უფასო ვიზიტებს პედიატრებთან 530 000-მდე ბავშვისთვის.
კანონპროექტი “პირადი ექიმის ინსტიტუტის გაუმჯობესება – საუნივერსიტეტო ჯანდაცვის ცენტრების შექმნა და სხვა დებულებები.” უკვე საჯარო განხილვაშია. კანონპროექტის მიზანია გაუმჯობესდეს მოსახლეობის ჯანმრთელობა, მოხდეს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია და საზოგადოებრივ ფენებს შორის უთანასწორობების შემცირება.
კანონმდებლობის თანახმად ის ადამიანები ვინც არ აირჩევენ პირად ექიმებს 2025 წლის 1 ივნისამდე საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სისტემა ავტომატურად მიაკუთვნებთ მათ ოჯახის ექიმს.