მორნუს ტბაში ჩაძირული სოფელი კალიო წყლის ზედაპირზე ამოდის
მორნუს ტბაში ჩაძირული სოფელი კალიო წყლის ზედაპირზე ამოდის
დორიდაში მდებარე მორნუს ტბაში ჩაძირული სოფელი სახელად კალიო წყლის ზედაპირზე ამოდის.
აღნიშნული სანახაობა საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა ამავდროულად აღმაშფოთებელიც, რადგან ტბის წყლის დონე დღითიდღე უფრო კლებულობს.
ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყლის დონე სწრადი ტემპით იკლებს.
1980 წელს, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელოვნური ტბა გაშენდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ 390 მეტრის მოშორებით გადასახლებულიყვნენ. მოსახლეობის უმეტესობამ სოფელი სამუდამოდ დატოვა და ათენში გადავიდა საცხოვრებლად.
კალიოს ახალ დასახლებაში კი დაახლოვებით 60 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ყოველდღიურად ადევენებენ თვალს, თუ როგორ ამოდის წყლის ზედაპირზე მათი ბავშვობის მოგონებები და სახლები, რომელთა მიტოვებაც ერთ დროს მოუწიათ.
შეგახსენებთ, რომ ხელოვნური ტბის გაშენებას “მსხვერპლად შეეწირა” 80-ზე მეტი სახლი, სკოლა და ეკლესია.



