მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ათეულში საბერძნეთიც მოხვდა
მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ათეულში საბერძნეთიც მოხვდა
2025 წლის დაწყებასთან ერთად, Henley Passport Index-მა მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი პასპორტის რეიტინგი გამოაქვეყნა. პასპორტების სიძლიერეს განსაზღვრავს ის, თუ მის მფლობელს რამდენ სახელმწიფოში შეუძლია შესვლა უვიზოდ ან ვიზის წინასწარი მოთხოვნის გარეშე.
- სიაში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. ამ პასპორტის მფლობელებს 195 ქვეყანაში შეუძლიათ გამგზავრება უვიზოდ.
- მეორე ადგილს იაპონია იკავებს, რომლის მოქალაქეებსაც 193 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე მოგზაურობა.
- მესამე ადგილზე ქვეყნების ექვსეული გავიდა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი. ფინლანდია და სამხრეთ კორეა, რომელი ქვეყნების პასპორტების მფლობელებისთვისაც 192 ქვეყნის კარია ღია.
- მეოთხე ადგილს ევროკავშირის 7 ქვეყანა იკავებს: ავსტრია, დანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია და შვედეთი. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები 191 ქვეყანაში სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით.
- მეხუთე ადგილს იკავებენ: ბელგია, ახალი ზელანდია, პორტუგალია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
- საბერძნეთი მეექვსე ადგილზე გავიდა ავსტრალიასთან ერთად. როგორც ჩანს საბერძნეთის მოქალაქეებს 189 ქვეყანაში აქვთ უვიზო მიმოსვლის უფლება.
- კანადა, მალტა, პოლონეთი (188)
- ჩეხეთი, უნგრეთი (187)
- ესტონეთი, აშშ (186)
- ლიტვა, ლატვია, სლოვაკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (185)
Facebook Comments Box