Latest news
პარასკევს, 21 მარტს 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა - ვინ მიიღებს მონაწილეობას გაფიცვაში როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით...
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე ერთგული ძაღლის, ჰაჩიკოს დაბადებიდან 100 წელი გავიდა

100 წელი გავიდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ძაღლის, ჰაჩიკოს დაბადებიდან, რომლის პატრონის მიმართ თავდადების მაგალითიც აბსოლუტური ერთგულების, მეგობრობისა და  სიყვარულისა სიმბოლოდ იქცა.

მისი უნიკალური ისტორია აღიბეჭდა წიგნების ფურცლებზე, 2009 წელს მასზე გადაიღეს  ფილმიც, სახელწოდებით “ჰაჩიკო”.

ის დაიბადა 1923 წლის 10 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ოდატეში. ის იყო ძაღლი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ელოდა თავის პატრონს, რომელიც გარდაიცვალა ცერებრალური სისხლდენის შედეგად, იაპონიის მატარებლის სადგურზე.

იმ ადგილას, სადაც ერთგული ძაღლი პატრონის მოლოდინში მუდამ ფეხმოუცვლელად იჯდა, ტოკიოში, შიბუიას სადგურის მიღმა, შეიქმნა ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც  ყოველდღიურად ასობით დამთვალიერებელი სტუმრობს და იღებს ფოტოებს.

ამავე ადგილას, სადგურის ხეივანში 1935 წლის 8 მარტს ჰაჩიკო გამვლელებმა უკვე მკვდარი იპოვეს.

მის ისტორიას იაპონიის ყველა სკოლაში ასწავლიან, როგორც მეგობრობის, უდიდესი ერთგულების და სიყვარულის მაგალითს.

წელს, მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იაპონიაში მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართება

“ჰაჩიკო წარმოადგენს იდეალური იაპონელი მოქალაქის სახეს თავისი უპირობ ერთგულებით” – ამბობს ქრისტინე იანო, ჰავაის უნივერსიტეტის პროფესორი

BBC-ის კითხვაზე, განაგრძობს თუ არა ის მომდევნო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ერთგული მეგობრის ტიტულის ტარებას, ქრისტინე იანო დადებითად პასუხობს, რადგან „ჰაჩიკოს გმირობა“ მარადიულია.

“მომდევნო ასი წლის განმავლობაშიც კი ეს უპირობოდ თავდადებული სიყვარული უცვლელი დარჩება და ჰაჩიკოს ისტორია სამუდამოდ იცოცხლებს”

ზოგადად აკიტას ჯიშის ძაღლები მშვიდი, გონიერი, მამაცი და მორჩილი არიან თავიანთი პატრონების  მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ არიან ჯიუტებიც და უფრთხიან უცხოებს.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *