Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
საბერძნეთიშოუბიზნესი

მუსიკალურ ჯგუფ Coldplay-ს ათენში დაგეგმილი კონცერტი ოლიმპიური სტადიონის დახურვის გამო სავარაუდოდ აღარ ჩატარდება

ათენში, 2024 წლის ზაფხულში დაგეგმილი ჯგუფ Coldplay-ს კონცერტი, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა, ოლიმპიური სტადიონის გადაუდებელი რემონტის გამო დახურვის შემდეგ შესაძლოა აღარ ჩატარდეს.

აღნიშნული კონცერტი უზომოდ პოპულარული როკ ჯგუფის პირველი გამოსვლა იქნებოდა ათენში, მათი უკვე აღიარებული მსოფლიო ტურის Music Of The Spheres ფარგლებში, რომელმაც უკვე მოხსნა გაყიდვების ყველა არსებული რეკორდი და გაიმყარა თავისი პოზიცია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აქტისა მუსიკალურ ინდუსტრიაში.

თუმცა ათენის ოლიმპიური სტადიონის დახურვამ გაურკვეველი ვადით, რომელზეც აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას შეიძლება თვეები დასჭირდეს, ჯგუფის ბერძენი გულშემატკივრები იმედგაცრუებული დატოვა.

საპროდიუსერო კომპანია Hight Priority Promotions-მა  აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გააკეთა განცხადება, რომელშიც ითხოვს “მოთმინებას და გაგებას”.

” მოიჯარე კომპანიისგან ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას გაფორმდება თუ არა ჩვენს შორის ხელშეკრულება საბოლოოდ, რაც დამოკიდებულია სამუშაოების ხანგრძლივობაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს სტადიონის უსაფრთხოებისთვის.

ვითხოვთ თქვენს მოთმინებას და გაგებას, რადგან ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს… თავისი დროის საუკეთესო ჯგუფის ნახვა საბერძნეთში ოდესმე ჩატარებულ ყველაზე სანახაობრივ კონცერტზე!”- ნათქვამია განცხადებაში.

საბერძნეთში კონცერტის ბილეთების გაყიდვა ივლისში დაიწყო. მას შემდეგ, რაც Music The Spheres World Tour დაიწყო 2022 წლის მარტში, Coldplay- მ მიაღწია საოცარ წარმატებას, გაყიდა 7,5 მილიონზე მეტი ბილეთი. ეს გამორჩეული მიღწევა აქცევს მას ყველაზე მაღალშემოსავლიან ტურნედ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელმაც მსოფლიო აუდიტორია აღაფრთოვანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *