მუსიკამ შეაწუხა და სროლა დაიწყო
მუსიკამ შეაწუხა და სროლა დაიწყო
კვიპროსზე პოლიციამ 82 წლის მამაკაცი დააკავა. მას ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში, განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებასა და უკანონოდ იარაღის ტარებაში.
დაკავებულმა სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ მან მის სახლთან მდებარე ბარში ისროლა.
აღნიშნული პიროვნება გამუდმებით წერდა საჩივრებს პოლიციაში მის სახლთან მდებარე ბარში ხმამაღალი მუსიკის აღსაკვეთი ღონისძიებების მისაღებად. თუმცა ერთ დღეს მან აღმკვეთი ღონისძიებების მიღება საკუთარ თავზე აიღო და ბარის მფლობელებთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ სანადირო თოფით ბარის ჭერში რამდენჯერმე გაისროლა. გასროლის შედეგად ჭერიდან ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა 4 ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.
Facebook Comments Box