მშობელმა თავშესაფარიდან 4 შვილი გაიტაცა
მშობელმა თავშესაფარიდან 4 შვილი გაიტაცა
სასამართლოს გადაწყვეტილებით თავშესაფარს მიკედლებული ბავშვები დედამ უნებართვოდ წაიყვანა თავშესაფრიდან.
გაუჩინარებული ბავშვების საპოვნელად ორგანიზაციამ აქტიურ ზომებს მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 14 მაისს 13:45 საათზე დედამ 6 წლის მიხალის არბი, 4 წლის ოდისეას არბი, 2 წლის ღიორღოს არბი და 3 წლის კონსტანტინოს არბი ილიონში მდებარე ბავშვთა დაცვის დაწესებულებიდან გაიტაცა, რომელშიც ისინი პროკურატურის განკარგულებით მოათავსეს. ამ დროის შემდეგ ბავშვები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლიც აცნობეს პოლიციას ბავშების გაუჩინარების შესახებ და ასევე გააქტიურეს განგაშის ზარი, რათა შეძლონ არასრულწლოვნების პოვნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებათ.