მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული გამოსვლები დღეს დილის 11:00 საათიდან დაიწყო
მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული გამოსვლები დღეს დილის 11:00 საათიდან დაიწყო
მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის შრომის სამინისტრომ მშრომელთა საერთაშორისო დღე 7 მაისს გადაიტანა, კერძო და საჯარო სექტორის პროფკავშირები ამ დღეს მაინც პირველ მაისს აღნიშნავენ.
ლოზუნგით “ყველგან 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი, ყველგან დაცული შრომის კოდექსი, ბრძოლა გრძელდება!” – საბერძნეთის კერძო და საჯარო სექტორის პროფკავშირები მოუწოდებენ ყველა დასაქმებულს, პენსიონერსა და უმუშევარს, შეუერთდნენ 24 საათიან გაფიცვას და გამოვიდნენ აქციაზე. აქცია დღეს დილით, 11 საათზე გაიმართა, კლავთმონოს მოედანზე. სხვა რიგ მოთხოვნებთან ერთად აქციის მონაწილეები ითხოვენ დამსაქმებლებმა პატივი სცენ თანამშრომლების ჯანმრთელობასა და დააზღვიონ ისინი სათანადოდ. დაიცვან შრომის კოდექსით გათვალისწინებული დებულებები.
ცნობილია, რომ კორაის მოედანზე საჯარო მოხელეთა გაერთიანებების უმაღლესი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების 10%-ით მომატებაა, სააღდგომო, საზაფხულო და საშობაო საჩუქრების დაბრუნება ხელფასებზე ბონუსად და 12 000 ევრომდე შემოსავალზე გადასახადების გაუქმებაა. საჯარო მოხელეები ასევე ითხოვდნენ საჯარო სამსახურებში კადრების დამატებასაც.
რაც შეეხება “ΠΑΜΕ”-ს მსვლელობას, სინდაღმის მოედნიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საპირველმაისო გაფიცვას საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ამ დროისთვის გადაკეტილია პანეპისტიმიუ, სტადიუ, ვასილისსის სოფიასა და სიგრუს გამზირი.
მეტროს 1, 2 და 3 ხაზები იმუშავებენ 09:30 საათიდან 16:30 საათამდე, ხოლო ტრამი დილის 09:00 საათიდან ღამის 21:00 საათამდე.