მძარცველები მოპარულ მანქანებს ნაწილებად ყიდიან
მძარცველები მოპარულ მანქანებს ნაწილებად ყიდიან
ენით აღუწერელი თავხედობით გამოირჩევიან მძარცველები, რომლებისთვისაც ყოველდღიური აქტივობის ნაწილი გახდა ძვირადღირებული მანქანების მოპარვა. დამნაშავეთა დაჯგუფება ავტომანქანებს იპარავს, შლის და სათადარიგო ნაწილების ბაზარზე ყიდის.
იმ მრავალრიცხოვანი ავტომანქანებიდან, რომლებიც მძარცველებმა ამ დრომდე მოიპარეს ძალიან ცოტა თუ დაბრუნებია მეპატრონეს, რადგან დამნაშავეების ვინაობის დადგენა ხშირშემთხვევაში პოლიციისთვის შეუძლებელია.
აღსანიშნავია ქურდობის შემთხვევა მარუსში, როდესაც ბოროტმოქმედებმა BMW M2-ის მარკის ავტომანქანა მოიპარეს ხოლო Toyota Yaris კი მხოლოდ იმიტომ “გააყოლეს ხელს” რომ მათ გზას უხერგავდა. ქურდობა წამის მეასედებში მოხდა ისე, რომ დამნაშავეების დაფიქსირება ვერავინ მოახერხა.
Facebook Comments Box