მძიმე კვირის ოთხშაბათი ათენის ქუჩებში ისევ საცობებით დაიწყო
მძიმე კვირის ოთხშაბათი ათენის ქუჩებში ისევ საცობებით დაიწყო
მიუხედავად იმისა, რომ ათენის ბევრმა მაცხოვრებელმა ქალაქი უკვე დატოვა, ათენის ქუჩებში კვლავ კილომეტრიანი საცობებია.
ცოტახნის წინ მესოღიონის დაღმართზე სამი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რამაც გადაადგილების შეფერხება გამოიწვია. შესაბამისად ავტომობილები მხოლოდ ერთ ხაზზე მოძრაობენ.
ცნობილია, რომ შეჯახების შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.
ტრადიციულად დიდი საცობებია კიფისოს ორივე ნაკადში. კიფისიასკენ მიმავალ ნაკადში საცობები იწყება პერისტერიდან და გრძელდება ნეა იონიამდე, ხოლო პერისტერისკენ მიმავალ ნაკადში კი ატიკი ოდოსიდან პერისტერამდე.
მანქანები უძრავად დგანან კიფისიას გამზირზეც.
Facebook Comments Box