მძღოლები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან
მძღოლები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან
საბერძნეთის ქუჩებში ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მძღოლებს, რომლებიც საკუთარი წესებით გადაადგილდებიან და ხშირად საფრთხეს უქმნიან არამხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების სიცოცხლესაც.
მანქანებით გადავსებული ტროტუარები, გზის საწინააღმდეგო ნაკადში კანონდარღვევით შესული ავტომანქანები, აგრესიული მძღოლები საჭესთან და შეშინებული ფეხითმოსიარულეები, რადგან არ იციან საიდან შეიძლება გამოვარდეს ავტომანქანა და სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ ქუჩაში გადაადგილება, ბერძნული ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უბედურებასთან ერთად გზებზე გადაადგილდებიან მძღოლები, რომლებმაც არ იციან მანქანის მართვა და რომლებსაც გამოცდების ჩაბარების ნაცვლად უბრალოდ ნაყიდი აქვთ მართვის მოწმობები.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერნეტ სივრცეში ქვეყნდება ვიდეო, რომელიც ასახავს თუ როგორ ეჯახება ავტომანქანა გზის დამცავ ბარიერს, დიდი გაჭირვებით ცდილობს გამოიყვანოს მანქანა გზის სავალ ნაწილზე და გააგრძელოს სვლა სასურველი მიმართულებით.
აღნიშნული ვიდეო ასახავს ბერძნული ყოველდღიურობის ტრაგიკომედიულ ხასიათს რომლის შემსწრეც თითოეული ჩვენგანი შეიძლება გახდეს.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/8193617847428012