მძღოლი ატალანტის გზაზე გულის შეტევით გარდაიცვალა
მძღოლი ატალანტის გზაზე გულის შეტევით გარდაიცვალა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე მძღოლმა ატალანტის გზაზე, ფთიოტიდაში. უბედური შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ გზაზე, ეთნიკის ანდისტასეოსის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი 70 წლის იყო. ავტომანქანაში მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
70 წლის კაცს გულის შეტევა მანქანის მართვის დროს დაემართა. ცოლის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად მისმა მეუღლემ მოულოდნელად დაკარგა გონება და საჭეზე დაეცა. ავტომანქანა გზიდან გადავიდა და გზისპირა მაღაზიებს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
Facebook Comments Box
