ნავპაკტო: ავტოსაგზაო შემთხვევამ მეყვავილის სიცოცხლე იმსხვერპლა – საქორწინო დეკორაციას აკეთებდა როცა ავტომანქანა შეეჯახა
ნავპაკტო: ავტოსაგზაო შემთხვევამ მეყვავილის სიცოცხლე იმსხვერპლა – საქორწინო დეკორაციას აკეთებდა როცა ავტომანქანა შეეჯახა
ანტირიუ-ნავპაკტუს ეროვნულ გზატკეცილზე შაბათს, ღამის 22:30 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
lepantortv-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეყვავილე, რომელსაც ქორწილის დეკორაცია ჰქონდა გასაკეთებელი საქორწინო მაგიდებს რთავდა, როცა გამოძიებისთვის დაუდგენელ ვითარებაში ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფეხით მოსიარულე მეყვავილეს შეეჯახა.
ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დარჩა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია გამოიძახა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Facebook Comments Box
