Latest news
ათენის ეროვნული პარკი ტროპიკულ ტყედ იქცა კორინთო: ისთმოსის არხში მოტივტივე ცხედარი იპოვეს 17 თებერვალს საბერძნეთს უამინდობის ახალი ტალღა გადაუვლის ირაკლიო: 64 წლის კაცმა თავისი ძმა ჯერ სცემა, შემდეგ კი დანით დაჭრა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სპეციალური მედიკამენტების შეძენას დღეიდან უბნის აფთიაქებშიც ... ბოლო 2 კვირის განმავლობაში 33 ემიგრანტს შეუჩერდა პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსი სალონიკი: 500 000-ზე მეტ ლაღანას გამოაცხობენ სუფთა ორშაბათისთვის  ვიანნოში მომხდარი შოკისმომგვრელი მკვლელობის დეტალები ვრცელდება დააკავეს 65 წლის კაცი, რომელმაც ნასვამ მდგომაროებაში ცოლზე იძალადა და ოჯახის ძაღლი მოკლა ძლიერი წვიმა, ქარი და აფრიკული მტვერი საბერძნეთში
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ნათლისღება: იანნის დამიამოსის ისტორია – ბიჭი, რომელიც წყლიდან ჯვრის ამოსატანად მისი ძმისთვის გადახტა

ნათლისღება: იანნის დამიამოსის ისტორია – ბიჭი, რომელიც წყლიდან ჯვრის ამოსატანად მისი ძმისთვის გადახტა

5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იანნის დამიანოსმა კისერი მოიტეხა ევიაზე ნათლისღების დღეს ჯვრის ზღვიდან ამოტანის მცდელობისას. 

დღეს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული იანნის დამიანოსი ამბობს, რომ პირველივე წუთიდან მიხვდა, რომ პარალიზდა და იქვე აცხადებს, რომ ღმერთი ადამიანებს არ სჯის.

24 წლის იანნისი ზღვაში ჯვრის ამოსატანად მისი ძმისთვის გადახდა, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული. თუმცა ეს ნახტომი საბედისწერო აღმოჩნდა როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის. 

“უბედური შემთხვევა იყო. წყალი ამღვრეული იყო, თავით დავასკდი მიწას და კისერი მოვიტეხე. შოკურ მდგომარეობაში წყალქვეშ 11 წამი გავატარე. ბევრი წყალი გადავყლაპე. პირქვე დავეცი. ბევრი მომენტი მახსოვს და თან არ მახსოვს. ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ მახსოვს რომ მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. მალევე ჩამოვიდა წყალში მამაჩემი, რომელსაც ჩემი მეგობრებიც ჩამოყვნენ და ამომიყვანეს ნაპირზე. დაზიანებები არ მქონდა, არც სისხლი. ქვაზე არ დამირტყამს თავი, ქვიშაზე დავეცი. უბრალოდ ღრმა არ იყო იმ ადგილას ნაპირი და ძლიერი ვარდნისას თავის დარტმის შედეგად კისერი მოვიტეხე. თავიდანვე მივხვდი რომ დავინვალიდდი. ხელ-ფეხს ვერ ვგრძნობდი.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *