ნათლისღება
ნათლისღება
6 იანვარს საბერძნეთში ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. ეს დღე ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოდ ითვლება. სახარების თანახმად ამ დღეს, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მოანთლა იესო ქრისტე.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.
ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში დაბალი ტემპერატურა და ზამთრის მკაცრი სუსხი ჭარბობს ატმოსფეროში საბერძნეთში ნათლისღებას წყალში ჯვარს აგდებენ და მის ამოსატანად ხტებიან.