Latest news
ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთი

ნათლობის წვეულების მოულოდნელი დასასრული ლარისაში

ხმაურიან ნათლობის წვეულებას  ლარისაში მოულოდნელად ასაკოვანი მამაკაცის მძიმე დაზიანება და მისი ჰოსპიტალიზაცია მოჰყვა.

შემთხვევა იულიანუს 11 ნომერში, სამსართულიან კორპუსში მცხოვრები უცხოელების ოჯახის მიერ ნათლობის წვეულების ზედმეტად ხმაურიანი ზეიმით აღნიშვნას მოჰყვა.

ხმამაღალმა მუსიკამ მათ მეზობლად მცხოვრები მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია და ხმამაღალი შეძახილებით გამოხატა უკმაყოფილება მეზობლების მიმართ.

თავდაპირველად მამაკაცმა  აივნიდან ითხოვა მუსიკის დაწევა მაგრამ მის მოთხოვნას ყურადღება არავინ მიაქცია.

ხმაურიანი მეზობლების ყურადღების მისაპყრობად 63 წლის მამაკაცი აშკარად ცდილობდა რაღაცის გადაგდებას მათ აივანზე, მაგრამ წონასწორობა დაკარგა, მესამე სართულიდან გადავარდა და აივნის ქვეშ გაჩერებული საცხოვრებელი კორპუსის მფლობელის მანქანაზე დაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის ლარისას საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *