ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით კომაში ჩავარდნილი გოგონას დანაშაულებრივ საქმეზე პოლიციამ 6 პირი დააკავა
16 წლის მოზარდი, რომელიც ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით კომაში ჩავარდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ამასთანავე დღეს, ორშაბათს, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული დაჯგუფების 6 წევრიდან, რომელმაც მას ნარკოტიკი მისცა, 5 გამომძიებლის წინაშე წარსდგება.
16 წლის გოგონა ვირონაში, მიტოვებულ ბინაში, უგონო მდგომარეობაში მყოფი კვირას, 5 ნოემბერს იპოვეს და მას შემდეგ იბრძვის სიცოცხლისთვის. როგორც მსხვერპლის დედა აცხადებს, გოგონა დამნაშავეთა ჯგუფმა “საცდელ ცხოველად” გამოიყენა იმ ნარკოტიკული საშუალებების დასატესტად, რომელსაც ისინი ყიდიდნენ.
კომაში ჩავარდნილი გოგონა უკვე ორი კვირაა საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვის. პოლიციამ აღნიშნულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით 6 პირი დააკავა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. საქმეში სავარაუდო მონაწილე კიდევ ორი პირი ამ დრომდე იძებნება.