ნასვამი ტურისტები ირაკლიოს მიმართულებით ფრენისას თვითმფრინავში მგზავრებს თავს დაესხნენ
კრიტზე, ირაკლიოს მიმართულებით რეისის შესრულებისას თვითმფრინავში დიდი არეულობა გამოიწვია ორმა მგზავრმა ქალმა რომლებიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი გუშინ, გვიან შუადღისას მოხდა მანჩესტერ-ირაკლიოს რეისზე, სადაც მგზავრებს შორის იყო 55 წლის ირლანდიელი ქალი თავის 24 წლის ქალიშვილთან ერთად, რომელსაც ხელში ჰყავდა დაახლოებით წლინახევრის ბავშვი.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორივე ქალი მთელი ფრენის განმავლობაში აგინებდა და აფურთხებდა ეკიპაჟს, დიდი არეულობა და პრობლემები შექმნეს და ერთ მომენტში ერთ-ერთ მგზავრს ფიზიკურად.
პილოტმა ბორტზე არსებული ვითარების შესახებ ირაკლიოს აეროპორტს აცნობა, რის შედეგადაც პოლიცია იქნა მობილიზებული.
როგორც კი თვითმფრინავი “ნიკოს კაზანძაკის”სახელობის აეროპორტში დაეშვა და ორივე ქალი ჩვილთან ერთად ტრაპიდან ჩავიდა, 24 წლის გოგონა პოლიციელების დანახვისთანავე ჩვილ ბავშვთან ერთად ასაფრენ ბილიკზე გაიქცა, ხოლო როდესაც ის პოლიციელმა შეაჩერეს, უკბინა მათ!
საბოლოოდ, ორივე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სხეულის დაზიანების და მგზავრობის შეფერხების ფაქტზე აღიძრა, ხოლო 24 წლის ახალგაზრდას ბრალად არასრულწლოვნის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებაც ედება.
