ნახატებს მიღმა…კონტრაბანდული თამბაქო
ნახატებს მიღმა…კონტრაბანდული თამბაქო
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სახლი ხელოვნების ნიმუშებით ჰქონდა სავსე, ნახატების უკან, საცავში კონტრაბანდულ თამბაქოს მალავდა.
საცავში სამართალდამცავებმა 2.374 კოლოფი სიგარეტი და რვა კილოგრამი და 850 გრამი წონის თამბაქო აღმოაჩინეს.
48 წლის მამაკაცის ,,სიყვარული“ ხელოვნების მიმართ სხვა არაფერი იყო, თუ არა, ნიღაბი, რადგანაც იმ ნახატების მიღმა, რომლებიც პტოლემაიდაში მამაკაცის სახლს ამშვენებდა, კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი იმალებოდა, რომელითაც ის ვაჭრობდა!
უცხოელი კონტრაბანდისტის საიდუმლოს მაშინ აეხადა ფარდა, როდესაც მის საცხოვრებელ ბინაში უშიშროების სამსახურის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების გამოიყენებით, პოლიცელებმა ჩარჩოს მიღმა აღმოაჩინეს სპეციალურად შექმნილი ორი საცავი, სადაც კონტრაბანდისტი 2.374 კოლოფი სიგარეტსა და რვა კილოგრამ და 850 გრამ თამბაქოს მალავდა, რომლებსაც აქციზური სანიშნეები არ ჰქონდა.
კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი ამოღებული იქნა და შესამოწმებლად პტოლემაიდის საბაჟო განყოფილებას გადაეცა. 48 წლის მამაკაცი კი, დააკავეს და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე აღძრული საქმით, კოზანის რეგიონის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უშიშროების პოლიციის თანამშრომლებსა და მათ თანმხლებ პროკურორს თავს დაესხა 65 წლის კონტრაბანდული თამბაქოს ერთერთი გამსაღებელი, რომელმაც საქმეზე გამოძიების პროცესის ჩაშლა სცადა, თუმცა ვერც მოძალადე გადაურჩა ხელბორკილებს.
დამნაშავისა და მოძალადის საცხოვრებელ ბინაში – ქალკიდაში სამართალდამცავებმა ასევე აღმოაჩინეს სხვადასხვა ფირმის 806 უსანქციო კოლოფი სიგარეტი და 329 კოლოფი თამბაქო, (ჯამში 460 გრამი ), რომელიც საბაჟო სამსახურს გადაეცა, ხოლო 65 წლის დამნაშავე წინასწარი პატიმრობის საკანში გადაიყვანეს, სადაც მას, ქალკიდის პროკურორმა საბაჟო კოდექსის დარღვევისა და თანამშრომლების მიმართ ძალადობისათვის წაუყენა ბრალი.
