Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
საბერძნეთიკრიმინალი

ნეა ზმირნში მდებარე სილამაზის სალონს ცეცხლი გაუჩინეს

ნეა ზმირნში მდებარე სილამაზის სალონს ცეცხლი გაუჩინეს

თავდამსხმელებმა ამჯერად მიზანში ნეა ზმირნში მდებარე სილამაზის სალონი ამოიღეს.
კვირას გამთენიის 04:00 საათზე უცნობი პირები მიუახლოვდნენ შენობას, მძიმე ხელსაწყოებით ჩალეწეს სილამაზის სალონის ვიტრინები და როგორც კი სალონის შიდა ტერიტორიაზე შევიდნენ ცეცხლი გააჩინეს.

აღნიშნული სილამაზის სალონი წმინდა ფოტინის ქუჩაზე მდებარეობს.

შემთხვევის ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 8 მეხანძრე 3 სახანძრო მანქანით მუშაობდა. ცეცხლის ჩაქრობა სრულიად მოახერხეს, თუმცა შენობას დიდი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავეების ინდეტიფიცირებისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *