ნეა იონია: 26 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება
ნეა იონია: 26 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება
ნეა იონიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში სისხლის გუბეში ნაპოვნი 26 წლის ბიჭის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება.
პაციენტი კომიდან გამოვიდა. ის უკვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. ექიმები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იშემიური შოკის გადატანის გამო საჭიროებს სამედიცინო დაკვირვებას.
ახალგაზრდას ოჯახის წევრები უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ იმ პოლიციელებისა და სასწრაფო დახმარების ექიმების მიმართ, რომელთა მყისიერი რეაგირების შედეგადაც მოხდა 26 წლის ბიჭის გადარჩენა.
Facebook Comments Box
