ნეა მაკრი: მოსწავლეებმა მოხუცებულის სიცოცხლე გადაარჩინეს
ნეა მაკრი: მოსწავლეებმა მოხუცებულის სიცოცხლე გადაარჩინეს
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ნეა მაკრიში ცეცხლმოკიდებულ შენობაში შევიდნენ და მოხუცებული წყვილი გამოიყვანეს.
ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-სთან საუბრისას ღიორღომ, სპირომ და ორფეასმა განაცხადეს: “სასეირნოდ ვიყავით გამოსულები როცა ერთ-ერთ ჩიხში შევუხვიეთ და დავინახეთ როგორ იწვოდა სახლი. სახლიდან ქალი ყვიროდა და დახმარების ითხოვდა. შენობაში შევედით და მეორე სართულზე ავედით. ჩვენმა სამმა მეგობარმა ქალი გაიყვანეს ცეცხლმოკიდებული სახლიდან მე და ღიორღომ კი მისი მეუღლე ავიყვანეთ ხელში და გამოვიყვანეთ, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.”
ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ სახანძრო გამოიძახეს, მაგრამ არ შეეძლოთ მოცდა, რადგან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
“წამითაც არ დავფიქრებულვართ და რათქმაუნდა ისევ იგივეს ვიზამდით ახლაც.” – აცხადებენ მოსწავლეები.
