ნეა პერამოში ხანძარი უკონტროლოდ მძვინვარებს, “112”-ის შეტყობინების შემდეგ მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
ხანძრის კიდევ ერთი, ხელახალი ძლიერი კერა გაჩნდა დილით (19/07) ნეა პერამოში. ხანძარი სწრაფად გავრცელდა და მიუახლოვდა დასახლებულ პუნქტს და მეცხოველეობის ნაწილებს. რაიონში ძლიერი ქარი აუარესებს ისედაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობას. 112-დან მიღებული შეტყობინების შემდეგ მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ, თუ იმყოფებით ნეა ზოის, კანდილისა და კატადრომონის გამზირზე, დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია.
მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო ზეთის ქარხანას საფრთხე არ ემუქრება, სახანძრო ძალები ლუტრაკში იბრძვიან, რომ ხანძარი ეროვნულ გზატკეცილს არ მიუახლოვდეს.
გამთენიისას (19/07) დერვენოხორიადან გაჩენილმა დიდმა ხანძარმა ეროვნული მაგისტრალიდან სულ რაღაც 400 მეტრში, მოტორ ოილთან ძალიან ახლოს მიაღწია. ბოლო განახლების მიხედვით შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ორი თვითმფრინავი და ორი “კანადერი” მუშაობს.
ლუტრაკის „ცეცხლის ფრონტზე“ იმყოფებიან სახანძრო სამსახურის გაძლიერებული საჰაერო და სახმელეთო ძალები, რომლებმაც აღმოაჩინეს ხანძრის ახალი კერები და ამჟამად მათ ჩაქრობას ცდილობენ.
სახანძრო ბრიგადებმა მოახერხეს ხანძრის შენარჩუნება ქარხნებიდან უსაფრთხო მანძილზე, ხოლო ლუტრაკის პანორამაში- რომელიც საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონაშია, ახალი აფეთქებები დაფიქსირდა.
პერამოს მეორე მხარეს ხანძარი ისთმიას ტერიტორიისკენ მიემართება, კონკრეტულად კი აგიოს დიმიტრიოს დასახლებისკენ. დღეს (19/07) გრძელდება მცდელობები, რათა არ მოხდეს ხანძრის მიახლოება კორინთის გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბიოდიზელის წარმოების განყოფილების ფართო ტერიტორიასთან.
დილიდან (19/07) ცეცხლთან „ბრძოლაში“ კვლავ მონაწილეობს ოთხი სახანძრო თვითმფრინავი და სამი შვეულმფრენი , რომლებიც გამუდმებით ასხამენ წყალს.
ამავდროულად, სახანძრო დეპარტამენტის გაძლიერებული ჯგუფები, საცალფეხო განყოფილებების 120 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ოთხი ჯგუფით და 43 მანქანა, მთელი ღამის განმავლობაში „ებრძოდნენ“ ცეცხლს და აგრძელებენ მუშაობას, რათა საჰაერო საშუალებებთან ერთად შეძლონ დაუყოვნებლივ გაუმკლავდნენ ხანძრის ახალ კერებს და დაიცვან საცხოვრებელი ფართები.