ნეპალში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ექვსი ადამიანი დაიღუპა
ექვსი ადამიანი, მათ შორის ხუთი მექსიკის მოქალაქე დაიღუპა ნეპალში, ტურისტული ვერტმფრენის ჩამოვარდნისას.
მაშველებმა ხუთი მათგანის ცხედარი იპოვეს და მეექვსეს ეძებენ, განმარტა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ტურისტული ვერტმფრენი სურკედან, ევერესტის მთის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი დროით 10:04 საათზე აფრინდა დედაქალაქისკენ, მაგრამ მისი აფრენიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია დაიკარგა.
ნეპალში, ქვეყანაში, სადაც საჰაერო უსაფრთხოება სავალალოა, ექვსი თვის წინ ავიაკატასტროფაში 72 ადამიანი დაიღუპა.
აზიური ქვეყნის თოვლიანი მწვერვალები და შორეული, მიუწვდომელი აეროპორტები გამოწვევას უქმნის ყველაზე გამოცდილ პილოტებსაც კი.
თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, ამინდის პირობები ხშირად იცვლება, რაც ფრენის პირობებს სახიფათო ხდის ქვეყანაში, სადაც საავიაციო სექტორი ისედაც განიცდის ხარვეზებს, არა მხოლოდ მფრინავების მომზადების, არამედ აეროპორტების კეთილმოწყობის მხრივაც.
ევროკავშირმა საჰაერო ტრანსპორტის სექტორის სავალალო მდგომარეობის გამო, აკრძალა ნეპალის კომპანიების ფრენები მის საჰაერო სივრცეში.