ნიკეა: ავტომანქანა გაჩერებული მანქანის სახურავზე ავარდა
ნიკეა: ავტომანქანა გაჩერებული მანქანის სახურავზე ავარდა
ნიკეაში მოძრავი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც წარმოშობით პაკისტანიდან არის, არ დაემორჩილა პოლიციის მიერ გაცემულ ბრძანებას, რომელიც ავტომანქანის რიგითი შემოწმების გასავლელად გაჩერებისკენ მოუწოდებდა, სიჩქარეს მოუმატა, საჭეზე კონტროლი დაკარგა და გაჩერებული მანქანის სახურავზე შევარდა.
protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად პოლიციამ გაჩერების ბრძანება მიაულისა და ზოდოხუ პიღის ქუჩების კვეთაზე გასცა. საგზაო პოლიციამ ავტომანქანის შემოწმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დააფიქსირეს, რომ მანქანა საეჭვოდ გადაადგილდებოდა.
ავტომანქანის მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა და ბუბულინას ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ნაკადში შევიდა. დამნაშავემ შორს წასვლა ვერ შეძლო, რადგან საჭეზე კონტროლი დაკარგა და გაჩერებულ მანქანას შეასკდა. შეჯახების შემდეგ მძღოლმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.