ნიკოლაო დე გრესმა და ხრისი ვარდინოიანიმ იქორწინეს
ნიკოლაო დე გრესმა და ხრისი ვარდინოიანიმ იქორწინეს
ვიწრო წრეში და პრესის გარეშე ჩაიარა ნიკოლაო დე გრესისა და ხრისი ვარდინოიანის საქორწინო წვეულებამ პარასკევს, 7 თებერვალს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილმა პლაკაზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში იქორწინა და ჯვრისწერის ცერემონიას მხოლოდ 50 სტუმარი ესწრებოდა. სტუმრების ჯამური რაოდენობა 75 შეადგენდა და ჯვრისწერის შემდეგ წყვილის შეუღლება Castor Place-ში, პირეაზე აღნიშნეს.
პატარძალს Costarellos-ის კაბა ეცვა და თავზე შთამბეჭდავ Antique Corsage Tiara-ს გვირგვინს ატარებდა, რომელიც დედოფალ ანა მარიას ეკუთვნოდა.
სიძემ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ტრადიციას არ უღალატა და ფეხზე დააბიჯა.
უნდა აღინიშნოს, რომ წყვილმა ბიზანტიური წესით იქორწინა, ყვავილების გვირგვინების ნაცვლად თავზე გვირგვინები ეხურათ, ხოლო ეკლესია კი მორთული არ იყო.