ნიკოს მურატიდისმა განაცხადა რომ მარინა სატიმ ევროვიზიაზე ბევრი შეცდომა დააუშვა
ნიკოს მურატიდისმა განაცხადა რომ მარინა სატიმ ევროვიზიაზე ბევრი შეცდომა დააუშვა
მარინა სატის გამოსვლა ნიკოს მურატიდისმა გადაცემაში “Super Κατερίνα” სტუმრად ყოფნისას შეაფასა: “ვუსმენ და ვთვლი რომ არც თუ ისე კარგი იყო, ბევრი შეცდომა დაუშვა. ამა ყველაფერს, რათქმაუნდა, ახსნა აქვს, თავს შეუძლოდ გრძნობდა, მკურნალობას გადიოდა და არ ვიცი სვამდა თუ არა კორტიზონსაც რომ ყელი გაეხსნა”.
საუბრისას ნიკოს მურატიდისმა განაცხადა რა დააკლდა სატის გამოსვლისას: “გუშინ რომ ვუყურე მის გამოსვლას დიდად არ აღვფრთოვანდი. ვთქვი “კარგია”, მაგრამ არ აღვფრთოვანდი. ზუსტად იგივე რეაქცია მქონდა, რაც ვიდეოკლიპის ნახვის დროს”.
რაც შეეხება მარინა სატის ვიზუალურ მხარეს და მის ამ დრომდე შემოქმედებას, განაცხადა: “ძალიან მომწონს მარინა. მომწონს მისი სტილიც და სიმღერებიც. მისი გამოჩენის პირველივე წუთიდან ვადევნებ თვალ-ყურს. აქამდე რომ მოსულიყო ბევრი იშრომა და შემიძლია ვთქვა რომ მისი ფანი ვარ, თუმცა გუშინდელი გამოსვლით დიდად არ აღვფრთოვანდი.”