ნისიროსის მერი: ნათელი უნდა მოეფინოს ბავშვებზე ძალადობის საქმეს
ნისიროსის მერი: ნათელი უნდა მოეფინოს ბავშვებზე ძალადობის საქმეს
ნისიროსის მერი, ხრისტოფის კორონეოსი აცხადებს, რომ არქაული არტიფაქტების დაცვას ბრალი 6 ბავშვის სექსუალურ შევიწროებაში ედება.
„ნისიროსი სოციალური ქარიშხლის შუაგულშია. შოკირებული ვარ იმ ფაქტებით რაც ცნობილი გახდა. მუნიციპალიტეტი დგას საზოგადოების და ყველა იმ ოჯახის გვერდით, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება” – განაცხადა ნისიროსის მერმა.
ასევე აღნიშნა, რომ სრულად უჭერს მხარს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას და მათ განკარგულებაშია ნებისმიერი საჭირო დახმარებისთვის.
„ველოდებით ბავშვთა ფსიქოლოგების დასკვნას და სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქმის მასალების გამოქვეყნებას. ამ წუთში ყველა ჩვენგანის პრიორიტეტია საქმეს ნათელი მოეფინოს და გავიგოთ თუ რა მოხდა სინამდვილეში“.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო მაშინ, როცა 11 წლის ბიჭის მამამ საჩივარი შეიტანა დაცვის თანამშრომლის წინააღმდეგ. ბავშვის მამა აღნიშავს, რომ დაცვამ ბავშვი არქეოლოგიური მუზეუმის სარდაფში ჩაიყვანა და სექსუალური ხასიათის ვიდეოებს აყურებინებდა.