ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა
ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა
18 მარტიდან ამინდი რადიკალურად შეიცვალა და დღეს, ოთხშაბათს საბერძნეთის მოსახლეობამ უკვე იგრძნო რომ ზამთარმა ისევ კუდი მოიქნია.
საბერძნეთის ბევრ რეგიონში უკვე გათოვდა, მაგნისიაში ძლიერი თოვლია და ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ტემპერატურა დრამატულად დაეცა. სწორედ ამიტომ კვირის ყველაზე ცივ დღედ ოთხშაბათი, 19 მარტი დასახელდა.
“სივივე, წვიმები და ქარიშხალია მოსალოდნელი ქვეყნის უმეტეს ნაწილში. დაუბერავენ 8-9 ბოფორი სიმძლავრის ქარები. საბერძნეთის მთიან ნაწილში გათოვდება და ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს. ათენში ზამთრის სუსხი უკვე სამშაბათს ღამით იქნება საგრძნობი.” – აცხადებენ სინოპტიკოსები.
გაუჩერებლად თოვს კერამიდში, ხანიაში, მაკრირახიში, მილიესსა და აღრიოლევკესში.
ხანიაში ბარომეტრის მაჩვენებელი -4 გრადუსამდე დაეცა, ხოლო ვოლოსში კი 2-ზე.