Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

ოთხშაბათს დაკითხავენ 3 წლის ბიჭუნაზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ დედას და მის პარტნიორს

ოთხშაბათს დაკითხავენ 3 წლის ბიჭუნაზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ დედას და მის პარტნიორს

ოთხშაბათს, 29 იანვარს ჩაინიშნა 3 წლის ბიჭუნას დედისა და მისი პარტნიორის დაკითხვის პროცედურა.

ბიჭუნას დედას და მის 44 წლის პარტნიორს ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ედებათ ბრალი.

ხვალ დილით დაკავებულებს პოლიცია სასამართლოს შენობაში გადაიყვანს ჩვენების მისაცემად.

შეგახსენებთ, რომ შიშის მომგვრელია იმის მოსმენაც კი, თუ როგორ ჯოჯოხეთს გადიოდა 3 წლის ბავშვი დედმისისა და მისი 44 წლის პარტნიორის ხელში, რომელიც კვირას დილიდან მკურნალობას ბავშვთა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილი დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობს. თუმცა 44 წლის ბრალდებული, რომელიც ნარკოდამოკიდებულია, 2022 წელს ნასამართლები იყო ოჯახური ძალადობისთვის.

ადგილობრივი საინფორმაციო მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 3 წლის ბიჭუნა ჯოჯოხეთ 3 თვის განმავლობაში გადიოდა. ბოლო ძალადობის ფაქტის შემდეგ, რომელიც კვირას შუადღეს დაფიქსირდა, ბავშვმა გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობელმა გამოიძახა. საავადმყოფოში არასრულწლოვანი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

შოკში არიან ექიმები, რომლებმაც ბავშვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები ნახეს. პატარას სხეულზე არამხოლოდ ჩალურჯებები და დარტყმის კვალი აღენიშნება, არამედ დამწვრობები სიგარეტისგან.

ამჟამად დაშავებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პოლიციამ დააკავა ბავშვის 26 წლის დედა და მისი 44 წლის პარტნიორი. შოკისმომგვრელია სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რომლებითაც ბავშვზე ძალადობდნენ: ცეცხლსასროლი იარაღი, ხის ბიტა, ხის ფიცრები. ივარაუდება, რომ ხის 2 ფიცარი წყვილმა ბავშვის საწოლს მოხსნა და სწორედ ამ ფიცრებით ურტყამდნენ პატარას.

წყვილს ბრალი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის, უსუსური ადამიანისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებისა და ოჯახური ძალადობისთვის ედება. 

44 წლის კაცის ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო 7 ფირფიტა ქსანაქსი, რომლისთვისაც მას ექიმისგან გაცემული რეცეპტი არ ჰქონია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *