ომონია: ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა პოლიციისგან მიმალვა სცადა
ომონია: ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა პოლიციისგან მიმალვა სცადა
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვის მაჩვენებელი საბერძნეთის ტერიტორიაზე საგრძნობლად იმატებს.
დღეს დილით გამთენიის 4:15 საათზე, ომონიაზე საგზაო პოლიციამ ავტომანქანას რიგითი შემოწმების გასავლელად გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა ავტომანქანის მძღოლმა გაჩერების ნაცვლად სიჩქარეს უმატა და ადგილიდან მიმალვა სცადა. ადგილიდან მიმალვის მცდელობისას კი ერთ-ერთ პოლიციის თანამშრომელს ფეხზე გადაუარა.
პოლიციის თანამშრომლები დაედევნენ მძღოლს და დელიიანის ქუჩაზე შეძლეს მისი გაჩერება.
ალკოტესტის შედეგად დადგინდა, რომ 24 წლის მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ახალგაზრდას ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და მიიღებს ადმინისტრაციულ ჯარიმას. სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეც პოლიციელის დაშავებისთვის.