Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ონლაინ შოპინგის მოყვარულებს დღეს, 2 დეკემბერს, დიდი ფასდაკლებები ელოდებათ 

ონლაინ შოპინგის მოყვარულებს დღეს, 2 დეკემბერს, დიდი ფასდაკლებები ელოდებათ 

მათთვის, ვინც შავ პარასკევს საყიდლებზე გასვლა ვერ მოასწრო, თუმცა სურვილი აქვს შეღავათიან ფასებში შეიძინოს საშობაოდ საჩუქრები ოჯახის წევრებისთვის წინ  Cyber ორშაბათია, რომელიც ასევე დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს ინტერნეტ შოპინგის მოყვარულებს, 2 დეკემბერს. მომხმარებლები დღეს ელექტრონულად შეძლებენ სასურველი მაღაზიებიდან ნივთების შეძენას.

თუმცა ეს არ იქნება ბოლო დღე, როცა მომხმარებლებს სასურველი ნივთების შეღავათიან ფასებში შეძენის საშუალება ექნებათ.დეკემბრის თვე უფრო და უფრო გვაახლოვებს ყველასთვის საყვარელ დღესასწაულთან, შობასთან და ახალი წლის მოსვლასთან. გამომდინარე აქედან ათენის სავაჭრო ასოციაციამ სადღესასწაულო სამუშაო განრიგი გამოაქვეყნა.

სადღესასწაულო განრიგი მოქმედებაში 12 დეკემბრიდან შედის და ძალაში იქნება წლის ბოლომდე.

უფრო კონკრეტულად კი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იმუშავებემ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, ხოლო კვირა დღეებში კი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. გამონაკლისი იქნება 25 და 26 დეკემბერი, რაც საყოველთაო დასვენების დღეებად ითვლება.

შეგახსენებთ რომ საშობაოდ 15, 22 და 29 დეკემბერს, კვირა დღეებში ჩვეულ რეჟიმში იქნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ღია 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *