Latest news
როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
მსოფლიო

ორი წლის ბავშვის გაუჩინარება საფრანგეთში: მიმდინარეობს ძებნის ფართომასშტაბიანი ოპერაცია

საფრანგეთის პოლიცია აწარმოებს სპეცოპერაციას ორი წლის ბიჭის მოსაძებნად, რომელიც უცნაურ გარემოებაში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა შაბათს, ქვეყნის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი სოფლიდან.

როგორც Guardian იუწყება, ემილი შაბათს შუადღისას გაუჩინარდა სოფელ ლე ვერნედან, რომელიც მდებარეობს გრენობლისა და ნიცას რეგიონებს შორის, როდესაც ის ბებია-ბაბუის სახლის ბაღში თამაშობდა.

ოჯახი ემზადებოდა ექსკურსიაზე წასასვლელად და რაღაც მომენტში ცოტა ხნით ბავშვი მათი ყურადღების მიღმა დარჩა.

როდესაც გამგზავრება დააპირეს და ბავშვი მანქანაში უნდა ჩაესვათ, ბებია და ბაბუა მიხვდნენ, რომ ის მათთან აღარ იყო.

ამავდროულად, ბაბუა აცხადებს, რომ მისი ასაკის მიუხედავად ბიჭი საკმაოდ კარგად დადიოდა, ამავე დროს არ არსებობს რაიმე მინიშნება ან კვალი იმისა, რომ ის გაიტაცეს.

„პატარა სოფელია 20-მდე სახლით და ყველა ვხედავთ ერთმანეთს. უცხო პირების გადაადგილება შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, თუმცა ბავშვს  შეეძლო დამოუკიდებლად გარკვეული მანძილი გაევლო და დაკარგულიყო, ან მიმალულიყო სადმე“ – დასძინა მან.

როდესაც მიხვდნენ, რომ ბავშვი გაუჩინარდა, სასწრაფოდ აცნობეს პოლიციას და დაიწყო მისი ძებნის ოპერაცია მესაზღვრეების, მეხანძრეების და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით.

სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა, ვერტმფრენებით, თერმული კამერებით აღჭურვილი დრონებით და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით ტერიტორია დეტალურად შეამოწმეს, მაგრამ ბავშვის კვალი ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს. ძიება დაახლოებით 1200 ჰექტარზე მეტი ფართობის დიაპაზონში მიმდინარეობდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფლის მახლობლად ტყეებით გარშემორტყმული ხეობა პოპულარულია ლაშქრობებისთვის.ამავე დროს პოლიციის განცხადებით ორმა ადგილობრივმა დაინახა თუ როგორ დატოვა ბიჭმა ბებია-ბაბუის სახლი, რის შემდეგაც მისი კვალი იქვე იკარგება.

ორშაბათს (10/7) დილას, ძებნის ზონა გაფართოვდა. პოლიციამ  მოითხოვა მოწმეები რომლებსაც შესაძლოა ენახათ ბიჭი, რომელსაც გაუჩინარებისას თეთრი შორტები და ყვითელი ზედა ეცვა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *