ორშაბათიდან ამინდი ეტაპობრივად გაუმჯობესდება
ორშაბათიდან ამინდი ეტაპობრივად გაუმჯობესდება
ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა იკლებს და ამინდი ეტაპობრივად გაუმჯობესდება სრულიად ქვეყნის მასშტაბით.
სინოპტიკოსი თოდორის კოლიდასის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად ორშაბათს წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება საბერძნეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, კიკლადესზე მოსალოდნელია ქარიშხალი, ხოლო ადგილობრივი წვიმებია მოსალოდნელი კუნძულ კრეტაზე. საბერძნეთის მთიან ნაწილში კი გათოვდება.
სამშაბათიდან კი, 9 დეკემბრიდან ამინდი ეტაპობრივ გაუმჯობესებას დაიწყებს. ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა იკლებს და მზეც გამოანათებს. მზიანი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, დაუბერავენ 5-7 ბოფორი სიმძლავრის ქარები.
ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან ისევ იმატებს, ხოლო ტემპერატურა კი სეზონისთვის შესაფერისი შენარჩუნდება.
