Latest news
მამა ანტონიოსს სააპელაციო სასამართლომ ბავშვებზე ძალადობისთვის 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,... 20 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ვარი: ელექტროშოკის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადადის

ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადადის

მსოფლიო საზოგადოება დღემდე კამათობს საჭიროა თუ არა დროის გადაწევა. საათის ისრის გადაწევის მომხრეები აღნიშავენ, რომ ეს მოქმედება დღის სინათლის რაციონალურად გამოყენების საშუალებას და ენერგორესურსების ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. ამ იდეის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ სიმამდვილეში არანაირი ეკონომია არ ხდება. უფრო მეტიც, მათი აზრით საათის ისრის გადაწევა დამატებით ხარჯებს იწვევს, რადგან უნდა გადაიწიოს არამხოლოდ საათი, არამედ სხვა მოწყოვილებები, მაგ. ელექტროენერგიის მრიცხველები და ა.შ.

თუმცა ყველაზე დიდი კამათი სამედიცინო წრეებში მიდის, რადგან ზოგიერთი ექიმის აზრით დროით მანიპულაცია ორგანიზმის ბიორიტმზე ნეგატიურად აისახება. 

საათის ისრის გადაწევა ადამიანებმა დღის სინათლის რაციონალური გამოყენებისა და ამავდროულად ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს, რისი საჭიროებაც პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, რადგან საომარი მოქმედებები დიდ ხარჯებს მოითხოვდა. 

საბერძნეთში ყოველი ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღეს საათებს 1 საათით უკან ვწევთ.

2025 წელს საათს საბერძნეთის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შეცვლის გამთენიის 04:00 საათზე.

სმართფონებში დრო ავტომატურად იცვლება, ხოლო კედლისა და მაჯის საათებზე დრო 04:00 საათის ნაცვლად 03:00 საათზე უნდა გადავიყვანოთ.

აღნიშნული ცვლილებით მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა მოიგოს 1 საათით მეტი ძილისთვის, რომლის მსხვერპლად გაღებაც მოუწია გაზაფხულზე საათის წინ გადაწევისას.

დღემდე საათის ისარს მსოფლიოს 81 ქვეყანა წევს, რომელთა შორისაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შედის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *