პაკისტანის მთავრობა ქვეყნიდან არალეგალ ემიგრანტებს აძევებს
ისლამაბადმა დღეს გასცა ბრძანება და მოუწოდა პაკისტანში არალეგალურად მყოფ ყველა ემიგრანტს დატოვონ ქვეყანა და დაემუქრა მათ დეპორტაციით მას შემდეგ, რაც პაკისტანის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში განხორციელებული 24 თვითმკვლელი ტერაქტიდან 14 ავღანელებმა განახორციელეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრაზ ბუგტიმ განაცხადა, რომ ყველა არალეგალ ემიგრანტს 1 ნოემბრამდე აქვს ვადა დატოვოს პაკისტანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იძულებით დეპორტირებული იქნება ქვეყნიდან.
მისი განცხადებით, დაახლოებით 1, 73 მილიონი ავღანელი იმყოფება პაკისტანში, რომელთაც არ აქვთ ქვეყანაში ყოფნის ლეგალური უფლება. ამ დროისთვის პაკისტანში სულ 4,4 მილიონი ავღანელი ლტოლვილი ცხოვრობს.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ რა გზით შეძლებს პაკისტანის ხელისუფლება არალეგალური ემიგრანტების დეპორტაციას.
გასულ კვირას პაკისტანში რელიგიურ შეკრებაზე ორი თვითმკვლელი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 57 ადამიანი. მათგან ერთ-ერთი თვითკვლელი ტერორისტი ავღანეთის მოქალაქე იყო.
ბუგტის განცხადებები დღეს პაკისტანის დედაქალაქში პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მასში პრემიერ-მინისტრმა და ჯარის უფროსმა მართლწესრიგის საკითხებზე ისაუბრეს.
გასულ კვირას პაკისტანში რელიგიურ შეკრებებზე ორი თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 57 ადამიანი. ბუგტის თქმით, ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი ავღანეთის მოქალაქეა.
ისლამაბადმა ავღანელი ლტოლვილების უდიდესი ნაკადი 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა შეჭრის შემდეგ მიიღო.