პალეო ფალირო: 32 წლის ალჟირელმა ქალმა აღიარა რომ შვილი სანაპიროზე მიატოვა
პალეო ფალირო: 32 წლის ალჟირელმა ქალმა აღიარა რომ შვილი სანაპიროზე მიატოვა
გამომძიებელთან დაკითხვაზე 32 წლის ალჟირის მოქალაქემ აღიარა, რომ კვირას გამთენიისას 4 წლის გოგონა ედემის სანაპიროზე, პალეო ფალიროში მიატოვა.
ქალს ბრალი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, ოჯახურ ძალადობასა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სხეულის დაზიანების მიყენებაში ედება.
შაბათს ღამით, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას პატისიაზე აღმოჩენილი სისხლის კვალი 4 წლის გოგონას ეკუთვნის. სისხლის კვალი აღმოჩენილია სააბაზანოსა და სამზარეულოში.
ქალმა საწყის ეტაპზე თქვა, რომ გოგონა სახლში დაშავდა და შემდეგ წავიდნენ ზღვაზე. თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ბავშვს სანაპიროზე დაუცურდა ფეხი და თავი დაარტყა.
“წყალში შევედი ბავშვთან ერთად, რომელსაც უკვე სიცოცხლის ნიშნები აღარ აღენიშნებოდა. ვიარე მანამ, სანამ დაბიჯება შემეძლო და იქ გავუშვი ხელი. ზღვაში დავტოვე. შემდეგ უკან გამოვედი, ჩავიცვი, მის ძმებს ვუთხარი რომ მათი და მეგობარს დავუტოვე და წამოვედით.” – აცხადებს დაკავებული.
