პალინი: მუსიკალურ სკოლაში გაჩენილი ხანძარი ჩააქვრეს
პალინი: მუსიკალურ სკოლაში გაჩენილი ხანძარი ჩააქვრეს
დღეს დილით პალინში მდებარე მუსიკალურ სკოლაში გაჩენილი ხანძარი ჩააქვრეს.
ცეცხლი მუსიკალური სკოლის შენობის სახურავს მოედო შენობაში სარემონტო სამუშაოების დროს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცეცხლი საიზოლაციო მასალას გაუჩნდა და მალევე მთელს სახურავს მოედო.
სახანძრო სამსახურის დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა, შესაბამისად შენობას დიდი მატერიალური ზიანი არ მიადგა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 30 მეხანძრე 12 სახანძრო მანქანით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Facebook Comments Box
