პანოს ზარლას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
პანოს ზარლას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
სატელევიზიო გადაცემა Power of Love-ის ყოფილი მონაწილის სიცოცხლე, 2018 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.
პანოს ზარლასი ამ საბედისწერო დღეს საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გამართული წვეულებიდან ბრუნდებოდა.
მისი მეგობრები პანოსს არ ივიწყებენ და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პირად ინსტაგრამ გვერდზე მათი საყვარელი მეგობრის მოსახსენიებლად პოსტებს აქვეყნებენ. პანოს ზარლასს პოსტი მიუძღვნა სტელა მიზერაკიმაც, რომელიც პანოსთან ერთად წყვილში თამაშობდა რეალითი შოუში. სტელამ მათ რამდენიმე საერთო ფოტოსურათი გამოაქცეყნა, რომელთა აღწერაშიც წერს: “დღეს შენს დაბადების დღეს აღვნიშნავდით. გუშინდელი დღესავით მახსოვს შენი ბოლო, 2018 წლის დაბადების დღე… 5 წელი უშენოდ.. მუდამ ჩვენს გულებში დარჩები!”
Facebook Comments Box