პანოს რუცი: 14 დღის განმავლობაში არც შიმშილი მიგრძვნია და არც წყურვილი, მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობდი ჩემი მხარდამჭერებისგან
პანოს რუცი: 14 დღის განმავლობაში არც შიმშილი მიგრძვნია და არც წყურვილი, მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობდი ჩემი მხარდამჭერებისგან
პანოს რუცის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა სინდაგმას მოედანზე.
ასობით ადამიანმა თავი მოიყარა არამხოლოდ დედაქალაქის ცენტრში საღამოს 18:30 საათიდან, არამედ საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც: სალონიკი, პატრა, ლარისა, ირაკლიო, რეთიმნო, სერესი.
“დიდ მადლობას გიხდით ყველას აქ შეკრებისთვის. სრულიად საბერძნეთს ვუხდი მადლობას მხარდაჭერისთვის მთელი ამ დროის განმავლობაში რაც აქ ვარ და ვშიმშილობ. უკვე 14 დღეა აქ ვდგავარ. ამ 14 დღეში კი მთელი საბერძნეთი გავიცანი, მთელს საბერძნეთს ჩავეხუტე. უკვე ორი კვირაა ვცვლით აზრებს, სითბოს, სიყვარულს, ვკითხულობთ ლექსებს და ეს ხდება ყოველ ღამე. უკვე ჩემს ოჯახად იქეცით. ჩემი ოჯახია დიმიტრი, რომელიც გუშინდელ დღემდე ჩემ გვერდით იდგა. მადლობა ჩემო დიმიტრი.. იცით, ამ 14 დღის განმავლობაში არც შიმშილი მიგრძვნია და არც წყურვილი, მხოლოდ სიყვარულს და თანადგომას ვგრძნობდი. ვგრძნობდი, რომ არასდროს მიმატოვებთ. მაგრამ ისინი, ვისაც საერთოდ არაფერი უგრძვნია, არიან ჩვენს უკან.. ამ შენობაში თავმოყრილები, რომლებიც ერთი დღითაც არ მოსულან ჩემთან, არ მოსულან რომ თვალებში ჩაეხედათ ჩემთვის და ბოდიში მოეხადათ.” – განაცხადა პანოს რუციმ.
