პარასკევიდან ტემპერატურის უმნიშვნელო კლება აღინიშნება მთელი ქვეყნის მასშტაბით
პარასკევიდან ტემპერატურის უმნიშვნელო კლება აღინიშნება მთელი ქვეყნის მასშტაბით
ქარიშხალი ათინას შემდეგ სრულიად ქვეყნის მასშტაბით ამინდი საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა პარასკევს ღამიდან ისევ უნდა ველოდოთ ადგილობრივ წვიმებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და ქარიშხლებს.
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის დირექტორის თოდორის კოლიდასის პროგნოზის თანახმად შაბათ-კვირიდან ტემპერატურის უმნიშვნელო ვარდნაა მოსალოდნელი. შესაბამისად სექტემბრის თვე სეზონისთვის შესაფერისი ამინდებით გაგრძელდება.
თვის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია ატმოსფეროში ნალექის მატება და წვიმა.
როგორც ჩანს საბერძნეთის მოსახლეობას ზაფხული ამჯერად ქარიშხალი ათინას შემდეგ ნამდვილად გამოემშვიდობა.
Facebook Comments Box