პარნითა: თავს დაესხნენ მოხალისეებს რომლებიც ტერიტორიას ასუფთავებდნენ
პარნითა: თავს დაესხნენ მოხალისეებს რომლებიც ტერიტორიას ასუფთავებდნენ
პარასკევს ღამით მოხალისეები, რომლებიც პარნითაზე ნაგავს აგროვებდნენ, კრია პიღი ფილისის ტერიტორიაზე მიტოვებულ შენობაში დარჩნენ ღამის გასათევად, რათა მეორე დღეს დილით ადრევე გაეგრძელებინათ ტერიტორიის დასუფთავება.
გამთენიის 01:30 საათზე მოხალისეებს ორი ავტომანქანით, 7-8 ახალგაზრდა მიუახლოვდა, რომლებმაც ჰკითხეს საიდან იყვნენ და რას აკეთებდნენ მიტოვებულ შენობაში. როდესაც მოხალისეებმა პასუხი გასცეს რომ მენიდიდან იყვნენ ახალგაზრდებმა ტერიტორია დატოვეს, თუმცა 10 წუთის შედმეგ უკან დაბრუნდნენ და დანებით თავს დაესხნენ მოხალისეებს.
“ვერ შევძელით წინააღმდეგობის გაწევა, რადგან იატაკზე ვიწექით, როცა ჩვენი ცემა და დანის დარტყმა დაიწყეს. უმოწყალოდ გვირტყამდნენ.” – აცხადებს თავდასხმის მსხვერპლი. ერთ-ერთ მოხალისეს დანა სამჯერ დაარტყეს ზურგში, ხოლო მეორე კი მხარშია დაჭრილი და დარტყმისგან ცხვირი აქვს გატეხილი.