პაროსი: ეგვიპტელმა ხელოსანმა სახლში ყველაფერი დალეწა, რადგან კორონავირუსის გამო პატრონმა სთხოვა წასულიყო
კუნძულ პაროსზე ერთ-ერთმა ეგვიპტელმა ხელოსანმა გაბრაზებულმა ყველაფერი დაამტვრია და გაანადგურა სახლში, სადაც სამუშაოდ იყო მისული, როცა პატრონმა სთხოვა წასულიყო, რადგან კორონავირუსით იყო დაავადებული!
ადგილობრივი მედიის ცნობით, 60 წლის ფრანგ-ეგვიპტელმა, რომელიც წლებია კუნძულზე ცხოვრობს, მიიწვია ეგვიპტელი ხელოსანი სახლის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო სამუშაოების შესასრულებლად.
ხელოსანი თვითნებურად “ჩასახლდა” 60 წლის ფრანგ-ეგვიპტელის სახლში, იმავდროულად კი ის კორონავირუსით დაავადდა. შემდეგ ჯანმრთელობის მიზეზების გამო პატრონმა მას სახლიდან გასვლა სთხოვა, მაგრამ ეგვიპტელმა უარი თქვა.
მას შემდეგ რაც პოლიცია გამოიძახეს და ხელოსანს სახლიდან გასვლა სთხოვეს, მოვლენები სწრაფად განვითარდა. ის მოჩვენებით ვითომ წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და მძვინვარე ხარივით გაცოფებულმა სახლში დაამტვრია ყველაფერი, რაც ხელში მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავის მიერ მიყენებული ზარალის ღირებულება 50 000 ევროს შეადგენს.
დანაშაულის ჩამდენი პოლიციელებმა პაროსის პორტში დააკავეს, როცა ის კუნძულის დასატოვებლად ლაინერზე ასასვლელად ემზადებოდა. საქმეზე აღძრულია და დაკავებული სასამართლოს წინაშე წარსდგება.