Latest news
კასელაკისი და ტაილერი ΟΑΚΑ-ს სტადიონზე ოფი კრეტას მაისურებით გამოჩნდნენ წყლის დეფიციტი საბერძნეთში: ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით მე-19 ადგილზეა წყლის დეფიციტის საშიშროებით ვარდა: 23 წლის ეგვიპტის მოქალაქემ მისი თანამემამულე დანით დაჩეხა პატრა: 75 წლის კაცი ძმისშვილის ქორწილში ცეკვის დროს გარდაცივალა რომი: იტალიამ საბერძნეთს 360 მილიონი ევრო გადასცა Hellenic Train-ის მატარებლების უსაფრთხოების უზრუნვ... ელევსინასთან გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრია გახდა, ხოლო საბერძნეთმა კი მე-6 ადგილი დაიკავა რომის პაპის ინაუგურაცია დაიწყო დღეს სამშვიდობო მარათონი 08:00 საათზე დაიწყება მსოფლიო ისტორიის ყველაზე სასტიკი ქალები
კვირა, მაისი 18, 2025
საბერძნეთი

პაროსი: ჯვარს აცვეს ყვავი და საზოგადოების თვალწინ ჩამოკიდეს-დამნაშავე დაკავებულია

ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის მორიგი ინციდენტი დაფიქსირდა კუნძულ პაროსზე.

უცნობმა პირებმა პუნტას მიდამოში ყვავი მოკლეს და შემდეგ სხვა ფრინველების დაფრთხობის მიზნით ჯვარზე გააკრეს.

სოტირის ძაფასმა, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა ფოტო, ფეისბუქზე მომხდართან დაკავშირებით პოსტი ატვირთა, სადაც ამ სამარცხვინო ფაქტზე საუბრობს.

„ეს არის ტურისტული კუნძული… დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ. სამწუხაროა, რომ  ადგილობრივი მოსახლეობა ურიგდება და ითმენს მსგავს ფაქტებს და თვალს ხუჭავ მათ გვერდით მცხოვრები ადამიანების საქციელზე, რომლებიც მსგავსი სისასტიკით ტურისტების თვალში საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევიან.”

როგორც აღნიშნავენ, კუნძულ პაროსზე ფრინველების დაფრთხობა ასეთი სასტიკი ფორმით გავრცელებული პრაქტიკაა. არიან ადგილობრივები, რომლებიც გადაჯვარედინებულ ჯოხებზე აკრავენ ყვავებს და ტოვებენ მათ ღიად, რათა სხვა ფრინველები თავიანთი მინდვრებიდან განდევნონ.

მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს, არაადამიანური და შემზარავი ქმედების ჩამდენი იპოვეს და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

„ეს არის საზიზღარი ქმედება, რომელსაც ადგილობრივი საზოგადოება ერთხმად გმობს. დამნაშავე პოლიციამ დააკავა“, – განუცხადა პრესას პაროსის მერმა მარკოს კოვაიოსმა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *