პასუხისმგებელი ორგანოები ტექნიკური პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობენ – სრულად ფრენების აღდგენა 24 საათში იქნება შესაძლებელი
პასუხისმგებელი ორგანოები ტექნიკური პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობენ – სრულად ფრენების აღდგენა 24 საათში იქნება შესაძლებელი
ათენის აეროპორტიდან თვითმფრინავების პირველი დაშვება და აფრენა, რომელიც ტექნიკური პრობლემის გამო რამდენიმე საათის წინ შეუძლებელი იყო, უკვე განხორციელდა. ფრენების გაწერილი განრიგი დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება, რადგან პასუხისმგებელ ორგანოებს ტექნიკური პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად 24 საათი მაინც სჭირდებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმიური ფრენები ეტაპობრივად განხორციელდება.
ამავდროულად, სისტემის ტექნიკური კონტრაქტორი და ეროვნული ტელეკომუნიკაციების კომისია ახორციელებს კვლევებს საბერძნეთის საჰაერო სივრცეში სიგნალის გათიშვის გამომწვევი პრობლემის სრულად გადასაჭრელად.
ამ ეტაპისთვის ათენიდან ვერ შეძლო გაფრენა 8 თვითმფრინავმა, 3 თითმფრინავმა ვერ შეძლო დაფრენა და იძულებული გახდა სხვა აეროპორტში გადაფრენილიყო. 4 ფრენა სრულიად გაუქმნდა, ხოლო ჯამში 75 ფრენა შეფერხდა, დაგვიანდა.
